მეზვრიშვილი პრაიდზე: თაბაგარი ცრუობს

გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღონისძების ჩასატარებლად ადეკვატური კონტაქტის დამყარება გაუჭირდათ.

მეზვრიშვილის თქმით, 2019-ში გამოხატვის თავისუფლების უფლება რეალიზებული იყო და პოლიციამ მოახერხა, ძალადობა არ დაეშვა.

“გიორგი თაბაგარი ცრუობს. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ფაქტს, როდესაც პოლიციამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით შსს-ში ძალადობა ან დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა პოლიციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს. მე არ მინდა დეტალებში შევიდე. ჩვენ როდესაც ვიყავით შსს-ში, პირველად ისტორიაში შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლდათ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა.

[…] ცრუობს, ამბობს, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა. მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ კურატორობდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს და ჩატარდა, გამოხატვის თავისუფლების უფლება რეალიზებული იყო იმ წლებში. ძალადობა პოლიციამ მოახერხა, რომ არ დაეშვა ძალადობა და მოახერხა ის, რომ ყველა, ვინც რაღაც დაარღვია – 30-მდე ადამიანი დავაკავეთ’. – ამბობს ნათია მეზვრიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდარჩით ჩვენს მეგობრად! – საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია“ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში”