მეზვრიშვილი: პანდემია მძვინვარებს და საზოგადოებამ ისიც არ იცის, რა გეგმა აქვს ხელისუფლება

პანდემია მძვინვარებს და საზოგადოებამ ისიც არ იცის, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.

მეზვრიშვილი საუბრობს, თუ რამ გამოიწვია პირბადის გამოყენების მაჩვენებლის 28%-მდე დაცემა.

„იმიტომ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და გააუქმა სრულიად უწყინარი რეგულაცია – პირბადის ტარების ვალდებულება.

– იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ჯარიმები ჩამოწერა და ამით, რეგულაციის შესრულება ფორმალობად აქცია (არ დავიცავ, მაინც მაპატიებენ).

– იმიტომ, რომ დარჩენილი რეგულაციების სათანადოდ აღსრულება არ ხდება.

– იმიტომ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლამ „ოცნების“ პრიორიტეტების რიგში პირველიდან უსასრულობაში გადაინაცვლა.

– იმიტომ, რომ ანტივაქსერულ კამპანიას „ოცნება“ არჩევნების შემდეგაც არ უპირისპირებს ვაქცინაციის სათანადო კამპანიას.

– იმიტომ, რომ ე.წ. “მწვანე პასპორტი” მუდმივად მიანიჭეს ადამიანებს მხოლოდ კოვიდგადატანილობის კრიტერიუმით.

– იმიტომ, რომ უწყებათაშორისი საბჭო ოცნების არაკომპეტენტურობამ ფორმალობად აქცია. პანდემიის მართვა შეტოვებულია მხოლოდ, ექიმებზე და ეპიდემიოლოგებზე. აქვე, მადლობა მათ.

„ოცნებას“ ხალხისთვის არ სცალია – მის მთავარ საქმიანობად იქცა ყველა დონეზე, ძალაუფლების განმტკიცება უკანონო მეთოდებით.

ამასობაში, პანდემია მძვინვარებს და საზოგადოებამ ისიც არ იცის, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად
შემდეგი სტატიახაზარაძე: ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, ადამიანი რომ მოკლა, ბიზნესში იმის ტოლფასია