მეზვრიშვილი მელიაზე: შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება

„შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდა“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ კანონი სხვაგვარად განემარტათ და მელიას დაკავებით გამოწვეული დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინათ.

„მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დააკავეს. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშისუბარი: სენატის მოსმენები ბოლო ლურსმანი იყო ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გამიშვით საქართველოს ქუჩებში, აღმოჩნდება, რომ “ოცნების” მხარდაჭერა 5%-ია, ჩემი 70-75%