მეზვრიშვილი – თუ მართლა ჩამოვიდა სააკაშვილი, ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა “ოცნებაზეა”

“საქართველოსთვის” წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულ ოცნებას” ეკისრება. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა ნუ იმალებიან და მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთონ.

“პირველ რიგში ქართული ოცნება გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს, დამალული რომაა ამ პოსტთან დაკავშირებითაც განცხადებას ვერ აკეთებს, მეორე, რას ნიშნავს ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა სად არის, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?! თუ მართლა ჩამოვიდა ალბათ ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ალბათ ამიტომ არ გვენახება, არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით, მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ “ოცნება” გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს, თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

 

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ბათუმიდან ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშსს მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს