მეზვრიშვილი: ელჩებს დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება

„სიძულვილის ენა, ეს ყველაფერი არათუ დაგმო მმართველმა პარტიამ, არამედ ბოლო დღეებში მოვისმინეთ განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, კობახიძის, კალაძის, წულუკიანის განცხადებები, რომლებიც ამ ყველაფერს იწონებენ. ამ ყველაფრის მოწონებამ და წახალისებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს და ეს პირველ რიგში, იქნება რა თქმა უნდა, „ოცნების“ პასუხისმგებლობა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ელჩებთან, ხაზი გავუსვით და აბსოლუტურად დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება. იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც „ოცნება“ გეგმავდა ჩვენი პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ, იმ ბრალდებებისა და ტალახის სროლის შესახებ, რასაც ყოველდღიურად პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ ეწევიან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ძალიან დეტალურად მივაწოდეთ. ვუთხარით, რომ ამას აკეთებენ ღიად, საჯაროდ დაშინების მიზნით“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროკავშირის ოფისთან, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სიტყვებითვის, რომელიც ჩემგან მოისმინა
შემდეგი სტატიაკობახიძე: მელია არის უინტელექტო ხულიგანი, პროვოკატორი, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს