მეზობლების ინფორმაციით, ხილიანზე ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/532497-mezoblebis-inpormaciit-xilianze-xanzris-gachenamde-mamakaci-sakutar-dedas-pizikurad-gauscorda

banner
წინა სტატიაშისომეხი მეღვინეები: საქართველო, როგორც კონკურენტი ჩვენთვის წარსულშია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია