მეზობლები ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები აცხადებენ, რომ მას ღამით უცნობმა პირებმა მოაკითხეს და გარეთ გაიყვანეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.

მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ ადგილზე გვიან ღამით ჩხუბიც მოხდა, თუმცა მეტი დეტალები არ იციან.

”წყნარი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, ძალიან გაკვირვებული ვართ, როგორ მოხდა ეს. ვიღაცამ დაუძახა, გაიყვანა სახლიდან და შემდეგ ეს ამბავი მოხდა. მიზეზი არაფერი ვიცით. ოპერაცია გაუკეთდა, ფილტვი აქვს დაზიანებული. ერთი გასროლა არ იყო, ავტომატის ხმასავით იყო”, – განაცხადა დაჭრილის მეზობელმა ქალბატონმა.

მეზობლების ნაწილის ინფორმაციით, ადგილზე კრიმინალისტები დღეს დილით მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების გატარება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს
შემდეგი სტატიათბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწორებული ვარიანტი თბილისის მერიაში უკვე წარადგინეს