14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხის ფასი ყველაზე მაღალია

კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხის ფასი ყველაზე მაღალია.

კერძოდ, საქართველოს მარკეტებში 12-ცალიანი შეფუთვის ფასი საშუალოდ 2.64 დოლარს შეადგენს, რითაც საქართველო 101 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა და უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს.

საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი ფასები აქვს სომხეთს, სადაც მარკეტებში საშუალო ფასი 2.42 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამ მაჩვენებლით სომხეთი რეიტინგში 63-ე ადგილზეა.

თურქეთში 12 ცალი კვერცხის ფასი საშუალოდ 2.09 დოლარის ფარგლებშია, რითაც ქვეყანა 72-ე ადგილზეა. მას კი სამეზობლოში მოსდევს რუსეთი 84-ე ადგილითა და 1.75 დოლარის საშუალო ფასით.

კვლევის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის კვერცხის საშუალო ფასები ყველაზე დაბალი აზერბაიჯანშია, რომელიც რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს. აქ 12-ცალიანი შეფუთვის ფასი 1.61 დოლარის ფარგლებშია

banner
წინა სტატიაშიFox News: ირანის რეჟიმი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს
შემდეგი სტატია“როიტერი”: აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს