7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

მეზღვაურთა გაფიცვის გამო, საბერძნეთის კუნძულები გარე სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩდა

მეზღვაურთა გაფიცვის გამო, საბერძნეთის შვიდი კუნძული გარე სამყაროსგან არის მოწყვეტილი.

გაფიცვამ შვიდი პორტი მოიცვა, ბორნების მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია, რის გამოც ასობით ტურისტი ვერ ახერხებს გადაადგილებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზღვაურთა პროფკავშირები ხელფასების 12%-ით ზრდას, სამუშაო და უსაფრთოების პირობების გაუმჯობესებას და სამუშაო დღის შვიდ საათამდე შემცირებას მოითხოვენ, ხოლო ისეთ რეგიონებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტებია, საბრძოლო მოქმედებების ზონის კლასიფიკაცია მიენიჭოთ და ამ რეგიონებში მეზღვაურების გაგზავნა აღარ მოხდეს. ასევე მათი მოთხოვნაა, შეწყდეს სავაჭრო -კომერციული გემებით სამხედრო მასალების ტრანსპორტირება.

გაფიცვა ეხება პირეოსის, რაფინას, ლავრიოს, პატრას, იგუმენიცას, ელეფსინას და რიო-ანტირიოს პორტებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს
შემდეგი სტატიაG20-ის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს