გიორგი გუგავა:”მევახშე მთავრობა”

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ სესხები, რომლებსაც დაკაბალებული ჰყავთ მთელი საქართველო და ურცხვად ძარცვავენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ივანიშვილის მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კრძალავადეს ასეთ ყაჩაღურ საქმიანობას, თავად იქცა მევახშედ.
კერძოდ: “ბანკირმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ევროპიდან საქართველოსთვის გამოყოფილი 2,5 მილიონი ევრო მთავრობის განკარგულებით, გადასცა სამევახშეო კანტორა „კრედოს“, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით ძარცვავს მოსახლეობას.
მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისაგან გააკეთოს განმარტებები ამ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურდება მთავრობის ჩართულობა სამევახშეო საქმიანობაში”. – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტული პარტია გეგმავს სპეციალური მამხილებელი კამპანიის გამართვას მიკროსაფინასო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების წინააღმდეგ, მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით.
დანართი:
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №395
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (CEB) 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთვის“, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (CEB) 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკში (CEB) მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სესხის განაცხადის წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური ჟურნალისტებს – რატომ არ მეუბნებით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ?
შემდეგი სტატიაპეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე ბიზნესმენი სოსო დოლიძე დაკითხეს