,,მეუფეს მე ვფიქრობ ამომწურავად დავუფიქსირე ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში”- ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონისთვის გაგზავნნილ წერილზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მისი მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მეუფე პეტრეს თქმით, მან თავისი მოსაზრება და გულისტკივილი ვრცლად დააფიქსირა სხალთის მთავარეპისკოპოსისთვის გაგზავნილ წერილში და იმედი აქვს, რომ ეს მხილება და მოწოდება ნაყოფს გამოიღებს:

„მეუფეს მე ვფიქრობ ამომწურავად დავუფიქსირე ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში, როგორც ვწერ წერილში იმედი მაქვს რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი და შეურაცხყოფილი მისი მხრიდან და იმედი მაქვს რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი მამხილებელი წერილი, მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზაზე და ეკალბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება“- განაცხადა მეუფე პეტერემ.

შეგახსენებთ, სხალთის ეპისკოპოსმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას გააკრიტიკა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი და ქამი უწოდა.

მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია – ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ “საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ”, ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა.

როგორც გავრცელებულ წერილში მეუფე პეტრე ამბობს, მეუფე სპირიდონი, უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩენს, რითაც თავად ახდენს კათოლიკოს პატრიარქის დისკრედიტაციას.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს კლინიკიდან სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაწერენ
შემდეგი სტატია“სამწუხაროა,რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას”- მეუფე გრიგოლი