მეუფე ზოსიმე თავის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.

“საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

მეუფე ზოსიმე თავის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა დიაგნოზის დასადგენად.

უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ ზოსიმეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას
შემდეგი სტატიაგიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს