11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

მეუფე ზენონის თქმით, წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის სახელს იყენებდნენ სხვა და სხვა ინტერესთა ჯგუფები

წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის სახელს იყენებდნენ სხვა და სხვა ინტერესთა ჯგუფები. [ჯგუფში] არიან: მეუფე შიო, მის გვერდით თეოდორე – ქორეპისკოპოსი, მეუფე ანდრია, მეუფე გერასიმე, რაღაც ეტაპამდე შეიძლება ეს ჯგუფი ყოველთვის ესე არ იყო, მაგრამ ძირითადად ეს ჯგუფი იყო,- თქვა მეუფე ზენონმა ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, მან ამ საკითხზე ერთხელ პატრიარქსაც მიმართა.

,,მე წერილობითაც მივმართე ერთხელ პატრიარქს, სადაც მის უწმინდესობას გარკვეული მიზეზების გამო ვწერდი, რომ ეს-ესეა თქვენო უწმინდესობავ, ეს უბრალოდ აღარ შეიძლება. აი ამ ენდემოსას სინოდმა, თვითნებურმა აი ამ წესმა და ფაქტიურად მმართველობამ აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა დიდი უმრავლესობა მღვდელმთავრების, ისინი რაღაცა ინფორმაციას იღებდნენ აი იქ მაგიდასთან, უკვე როდესაც სინოდის სხდომა იწყებოდა. ფაქტიურად ეს იყო გადაწყვეტილი, მეც გამომიცდია ეს თვითონ”,- თქვა მეუფე ზენონმა ტვ პირველის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი: საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, ჩამოყალიბდა ე.წ. ენდემოსას სინოდი, უკანონო ჯგუფი
შემდეგი სტატიაეკლესია თუ ბიზნესი? — გრიგოლ ბერბიჩაშვილის სახიფათო თამაში