სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი,-წერს სოციალურ ქსელში მიტროპოლიტი ზენონი.
“მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი),როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის (მიტროპოლიტი ზოსიმე) წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, ყოვლადსამღვდელო იობის შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი) გაცემის ფაქტი.
შესაბამისად, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას.
აქვე აღვნიშნავ, რომ სინოდის გადაწყვეტილება ფლობს უმაღლეს იურიდიულ ძალას საეკლესიო სამართლებრივ იერარქიაში. სინოდური დადგენილება ან გადაწყვეტილება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანოს აქტი აღემატება ყველა ქვემდგომ ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტს, მათ შორის ბრძანებებს”, – წერს სოციალურ ქსელში მიტროპოლიტი ზენონი.















