მეუფე ზენონი – მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება, ალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ

ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი – მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავარეპისკოპის აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.

„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.

საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.

მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება.ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ“, – წერს მთავარეპისკოპოსი.

banner
წინა სტატიაშიროგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა | მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში და გადაწყვიტა, ქვეყნის კურსი შეცვალოს – ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება დააფასა ჯერ პუტინმა, შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა, დუგინმა