მე მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა დააგვიანა,-თქვა მეუფე ზენონმა ტვ პირველის ეთერში.
,,მე ეს უნდა ვთქვა, ობიექტურობა არის საჭირო, მე მას ვუთხარი თავის დროზე, მეუფე-მეთქი თუ თქვენ გექნებათ სურვილი, თქვენი საკითხი შეიძლება, რომ დაისვას-მეთქი. მეუფე ისაიას სახელის ხსენებამ რაღაცნაირად დააფრთხო ეს ნაწილი, რომლებსაც ვთქვათ საზოგადოებაში მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვთ გამოვლენილი და მას უჭერდნენ მხარს. მეუფე ისაიას ფაქტორი და მისი სახელი მათთვის ციებ-ცხელებასავით იყო რა”,-თქვა მეუფე ზენონმა.

















