მეუფე ზენონი (იარაჯული): ვინც სიფრთხილეს არ იჩენს, ის არც პასუხისმგებლობას იღებს

“ვინც სიფრთხილეს არ იჩენს, ის არც პასუხისმგებლობას იღებს. ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს…

“დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.” /მათე 4,7/”,-აცხადებს მეუფე ზენონი (იარაჯული).

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს – საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ
შემდეგი სტატიაგარდაბანში არსებული სასურსათო ბაზრები და მიმდებარე ტერიტორია დეზინფიცირდა