15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მეუფე ზენონი: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რამაც ეროვნული იდენტობის აღდგენას შეუწყო ხელი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში მეუფე ზენონი ყურადღებას ამახვილებს 1917-1918 წლების ისტორიულ კავშირზე და ქართული სამღვდელოების უდიდეს როლზე სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში.

„1918 წლის 26 მაისი იშვა როგორც პირველი თანამედროვე ქართული რესპუბლიკა, რომელმაც თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ქართულ-ევროპული ცივილიზაციური კუთვნილების ისტორიული განაცხადი გააკეთა.

ამ ეროვნულ აღორძინებას წინ უსწრებდა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა — მოვლენა, რომელმაც არა მხოლოდ საეკლესიო დამოუკიდებლობა, არამედ ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერი იდენტობის აღდგენის პროცესი გამოხატა. მაშინდელმა სასულიერო დასმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული ცნობიერების, კულტურული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი იდეის შენარჩუნებაში.

საბჭოთა ოკუპაციისა და მძიმე ისტორიული გამოცდილების შემდეგ, 1990–1991 წლებში საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ აღიდგინა და სახელმწიფოებრივი უწყვეტობა ხელახლა დაადასტურა. ეს იყო სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ცივილიზაციური თვითიდენტიფიკაციისა და თავისუფლების ნების ძლიერი გამოხატულება; ეკლესიის რეალური თვითმმართველობისთვის გზის გახსნა“, — ნათქვამია მიტროპოლიტ ზენონის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი: თუ 1918 წელს საქართველო ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა, დღეს ბრძოლაა, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს შინაგანი საფუძვლები
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: ივანიშვილის გამო სტრატეგიული პარტნიორობა დაიკარგა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისის ნაცვლად ერევანში ჩადის