მეუფე ვახტანგ ახვლედიანის შეფასებით, ქვეყანას დღეს მოძალადე მთავრობა ჰყავს, ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახით

მეუფე ვახტანგ ახვლედიანის შეფასებით, ქვეყანას დღეს მოძალადე მთავრობა ჰყავს, ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახით.

მღვდელმთავარი ამ განცხადებით “მთავარ არხთან” “ოცნების” ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ყველაფერს ქართველი ერი არ შეეგუება, უბრალოდ დროა საჭირო:

“ეს არის ქვეყნის უბედურება, ჩვენი უბედურება რაც ქვეყანაში ახლა ხდება და ფაქტია, რომ მოძალადეა დღეს ვინც ჩაიდინა ეს უბედურება ღარიბაშვილის სახით თუ ივანიშვილის სახით და ქართველი ერი ამას ვერც შეეგუება და ვერც აპატიებს, ოღონდ ამას დრო სჭირდება”-ამბობს მეუფე ვახტანგი.