მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას – ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას. მეუფე სტეფანე სამკურნალოდ თბილისშია გადმოყვანილი.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის – ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.

სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.

მეუფე თავს კარგად გრძობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას.

მეუფის სახელით მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის. გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით”, – წერია ეპარქიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-მეუფე სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურაბ გუჩუა გარდაიცვალა