მეუფე სტეფანემ სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევა (ვიდეო)

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინციდენტი მოხდა. მეუფე სტეფანემ სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი სტიქაროსნებს ტაძრიდან გააძევებინა.

https://youtu.be/Fe5jIRWciKo

მეუფეს რისხვა სოფელ სალხინოს მკვიდრს მაია ცაავას დაატყდა. მაია ცაავამ სკოლა-პანსიონის ხელფასის დააკლება გააპროტესტა. ამის გამო ეპისკოპისმა სამსახურიდან გაუშვა.

https://youtu.be/VgFq99M66Ik

საკვირაო წირვაზე მან მეუფესთვის კითხვის დასმა სცადა. მეუფემ მას არ მოუსმინა და სტიქაროსნებს ტაძრიდან გააგდებინა.

https://youtu.be/sU4_viutEOM

მაია ცაავა აცხადებს, რომ თანამშრომლებმა, რომლებმაც რამოდენიმე თვის წინ ბოიკოტი გამოაცხადეს და ხელფასების ზრდას ითხოვდნენ, მათ მეუფე სტეფანემ ბოდიში წერილობით მოახდევინა. ხოლო თვითონ არ მოიხადა და ამის გამო ის ეჭვობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

https://youtu.be/pRaEgAoCUuw

ავტორები: აკო ქიქავა, მარიამ პაიჭაძე, ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის
შემდეგი სტატიაზეწოლა და ბულინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ, დემოკრატიის მთავარ საყრდენზე თავდასხმაა – კელი დეგნანი