მეუფე სტეფანემ ქადაგებისას მედიის როლზე ისაუბრა

ჭყონდიდში საგანგებოდ მივლინებული, მეუფე სტეფანე ეპარქიაში 8 მარტს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და სასულიერო პირებს საჯაროდ, ყველას წინაშე შენდობის თხოვნისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე მან საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა. მეუფემ შენდობის თხოვნისკენ საერო პირებსაც მოუწოდა, ოღონდ საკუთარ მოძღვრებთან.

 

„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

https://youtu.be/l0DG5yjP1fI

banner
წინა სტატიაში15 მარტიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: რუსეთი ცდილობს დე ფაქტო მოწყვეტილი აფხაზეთი დე იურედაც ჩამოაშოროს საქართველოს