3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მეუფე სტეფანემ ნათლობის წესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დააწესა

ჭყონდიდის ეპარქიის, ცაგრისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებული წესების გამკაცრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, ნათლობა უნდა აღესრულოს მხოლოდ ეკლესიურად, წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი მომზადების შემდეგ.

განკარგულებით განისაზღვრა, რომ ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ელექტრონულად, სპეციალურ ელფოსტაზე, ასევე პირადად, ტაძარში. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბავშვისა და მშობლების მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტში ასევე მითითებულია ნათლიებთან დაკავშირებული მოთხოვნები, რეგისტრაციის წესი და ნათლობის ორგანიზების პირობები. განკარგულება ძალაში 2026 წლის 23 თებერვლიდან შედის.

banner
წინა სტატიაშიმეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაგადამოწმებული სოცდახმარების მიმღები 300 პირიდან 49-ს 3000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა – კობახიძე