“პატრიარქი უნდა გამომეცხადებინა ცოდვილად” – მეუფე სტეფანემ “დესტრუქციის მცდელობისთვის” სასულიერო პირები განკვეთა[ვიდეო]

  ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის სკანდალური ქადაგება – უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა რამდენიმე მღვდელი და მონაზონი ერისკაცობამდე განკვეთა. 

როგორც მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, “დესტრუქციის მცდელობისთვის” და მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, მიუხედავად მათი არაერთი გაფრთხილებისა და შეთანხმების მცდელობისა, აღნიშნული სასულიერო პირები “დარღვევებში შევიდნენ და ეკლესიის წიაღში მიუღებელი იყო ამის  გამართლება”.

როგორც მეუფე სტეფაენე ამბობს, სწორედ ამიტომ, კონკრეტული სასულიერო პირების  და მონაზვნების ერისკაცობამდე განკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს.

“მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და კანონიკური სასჯელის დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს აგრესიული ქმედებები, არამედ თავხედობითა და ზღვარგადასული ქმედებით, მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის გარეშე  დაუფლებულები იყვნენ საეკლესიო ქონებას” -განაცხადა მიტროპოლიტმა.

როგორც მეუფე სტეფანემ განაცხადა, მან არაერთხელ სცადა კონკრეტულ პირებთან შეთანხმება და ისინი პატრიარქის “ცოდვილად” გამოცხადებას სთხოვდნენ. 

“ვეცადე ამ ადამიანებთან გამომენახა ენა, რაზე უნდა შევთანხმებულიყავით, პატრიარქი უნდა გამომეცხადებინა ცოდვილად, რასაც ეგენი აბრალებდნენ და მათთან ერთად გამეჟღერებინა.  ვუთხარი, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და ეს რჯულის კანონით აკრძალულია. როგორც კი  გარიგება ვერ მოხერხდა, გადმოვიდნენ ჩხუბზე და ცდილობდნენ, რომ დესტრუქცია მოეწყოთ.”

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიას ვერავინ დაანგრევს.

ეკლესიას ვერავინ ვერ დაანგრევს, თვითონ დაინგრევიან ან რქები მოტყდებათ ან გაისრისებიან. ის, რომ ეკლესიას ვინმე რამეს დააკლებს ეს არის აბსურდი და შეუძლებელი.

როგორც კი მოვედი ამ ეკლესიაში, ამ ჯგუფმა დაწყო ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა და ცრუ კანონებით, რომელიც ცარიელ კანონებს ვეძახი, მათი მიდგომა არის სრულიად გაუგებარი, როდესაც წმინდა სინოდი წყვიტავს, მადლიანი ეკლესიის წმინდა სინოდი, ვინმე უარყოფს, რომ საქართველოს ეკლესიაში სულიწმინდის მადლით არ ხდება ღვთისმსახურება?

და თუ აღიარებ,რომ წმინდა სული მოქმედებს ჩვენს ეკლესიაში,  წმინდა სინოდი წყვეტს ვინ იყოს ეპისკოპოსი სად იყოს, ამ შემთხვევაში წმინდა სინოდის ლოცვა-კურთხევის ჩვენ ვართ მიტროპოლიტად, თუ ვინმე არ ჩამთვლის [მიტროპოლიტად] ეს მისი პრობლემაა, სამი ოთხი კაცი თუ ჩათვლის,  რომ მათი მიტროპოლიტი პეტრეა, პეტრე სად არის მიტროპოლიტი არავინ არ იცის. პეტრე არის, უბრალოდ შერჩა მხოლოდ სახელი. არასწორად მოიქცა და სინოდმა განუჩინა ის რაც განუჩინა. “- განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები კანონსაწინააღმდეგო ქმედბებზე გადავლენ და მონასტერს არ დატოვებენ, რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაბამისი ზომები გატარდება.

ავტორები:აკო ქიქავა, გვანცა სანაია

https://www.youtube.com/watch?fbclid=IwAR1D_57ftnH_XohcS3vFJ1XEFH4Js8vnyDm1-4x56Gxpj10gls6vUBoSZfo&v=Sf3xbi8RCtA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – სიძულვილის შემცველი ბანერები გადაკრულია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებზე
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს