მეუფე სტეფანე: უფალმა მოგვცა ძალა, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი

 დღევანდელი დღე არის დღესასწაული, რომელიც უფალმა ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი. დღეიდან აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს. ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც აქ უნდა იყოს, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ  უახლოეს დროში “ჭყონდიდის ეპარქია იქნება ყოველგვარი განგომილებისა და უაზრო ქცევების გარეშე”.

“ღვთისწყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის არ მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის და თავისი ინტერესების გატარებისთვის.

როდესაც უფალი აარსებდა ეკლესიას, მან უთხრა მოციქულებს მიდით და მოიმოწაფეთ ყოველი ქვეყანა და ეს მიმოსვლა მთელ მსოფლიოში იქცა ეკლესიის დიდ აღორძინებად. მას შემდეგ ეკლესია ძირითადად განსაცდელშია, სანამ მოზეიმე ეკლესია იქნება, თუმცა დღესასწაულებიც გაგვაჩნია და დღევანდელი დღეც არის დღესასწაული, რომელიც უფალმა ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი.  დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც აქ უნდა იყოს.

ყველაფერი შესრულდება ეკლესიის კანონით და წესით და ეს არის გაფრთხილება ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას და ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ვითომდა წესრიგის დამყარების სიტყვებით არეულობა შემოიტანოს.

ვხედავთ, რა მძიმე ვითარება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში და ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მიილია და ცოტა ხანში, ჭყონდიდის ეპარქია იქნება ყოველგვარი განგომილებისა და უაზრო ქცევების გარეშე ემსახურება უფალს.” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, როგორც “თაიმერის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,  სამონასტრო კომპლექსში სამართალდამცველების მობილიზებაა. ტერიტორიაზე იკრიკბება სალხინოს მოსახლეობაც.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი “ფეისბუქით” მოქალაქეებს სწრაფ სესხს ჰპირდებოდა, მათი ანგარიშებიდან კი თანხას ირიცხავდა
შემდეგი სტატია“არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი დღეს დამთავრდა” : მეუფე ამბობს, რომ “ბოროტ სულს” არ სძინავს