მეუფე სტეფანე წაჩხურისა და ბალდის მონასტერში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბულობაა. მეუფე სტეფანეს მიერ განყენებულმა სასულიერო პირებმა მრევლს შეკრებისკენ და დაცვისკენ მოუწოდეს.

“თაიმერის” ინფორმაციით, ეპარქიაში შეყვანილია პოლიციის დამატებითი ძალები. მეუფე სტეფანე წაჩხურისა და ბალდის მონასტრიდან ძალის გამოყენებით აპირებს განყენებული სასულიერო პირების გამოყვანას.

მღვდელმთავარი საქმეში, ალბათ, ჩოხოსნებსაც ჩართავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ, 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა. მათ მონასტერში ყოფნის გარკვეული ვადა ჰქონდათ, რაც გუშინ ამოიწურა.

მამა დანიელისა და მამა აბროსის დაკავების ფოტომასალა

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მე-4 დღეა შიმშილობს, არ გამორიცხავს, პროტესტის ფორმა გაამწვავოს
შემდეგი სტატიაეს ბოდვები შეუძლიათ, ივანიშვილს ძილის წინ მოუყვნენ – სუს-ის ბრიფინგზე