მეუფე სტეფანე: შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დააყენე შენი რაღაცა რაა…

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. მონაზონი ამბობს, რომ ის მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა. ამბობს, რომ დაინტერესდა პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებით და მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმული ბრალდებებით.

დედა სოსანასთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფეს მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა. მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ აიძულეს.

https://youtu.be/lhArTOX_Jcs

https://youtu.be/AR5-4-kB8S0

https://youtu.be/Ik7PFxmil_k

 

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: ძალიან მძიმე და რთულია მოლაპარაკებაა „ქართულ ოცნებასთან“
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყება