მეუფე სტეფანე – პროვოკაცია მეუფე პეტრეს მიერ წაქეზებულმა პირებმა მოაწყვეს

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ გვიან ღამით მოინახულა ეპარქიაში დაპირისპირების დროს დაშავებული ერთერთი ჟურნალისტი, რომელიც მარტვილის კლინიკაში მკურნალობს.

მიტროპლიტმა სტეფანემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ეპარქიაში, კრების მიმდინარეობის დროს მომხდარ ინცინდენტზე და მასში ისევ ჟურნალისტები დაადანაშაულა.

მისი თქმით, აივანზე ასვლის უფლება არავის ჰქონდა და პროვოკაცია მეუფე პეტრეს მიერ წაქეზებულმა პირებმა მოაწყვეს, რაც გადაღებული აქვთ და დეტალების შესწავლის შემდეგ გაასაჯაროვებენ.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს პოზიციას, ის მომხდარში მეუფე სტეფანეს ადანაშაულებს.

https://youtu.be/kZQw6P9Rq-8

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დიაწყო
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება