მეუფე სტეფანე მეორე დღეა ტაძარში შესვლას ცდილობს

ხმაურია ამ წუთებში მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც წუთი წუთზე ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს მრევლთან ერთად ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.

“თაიმერის” ინფორმაციით, მეუფე სტეფანე წუხელ სალხინოში დარჩა და მრევლს მოუწოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით, შესულიყო ტაძარში.

ამ წუთებში, როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი, აკო ქიქავა იტყობინება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ხალხითაა სავსე, ასევ მობილიზებულია პოლიციაც.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე
შემდეგი სტატიალევან სამუშია – „ლელო“ არც ერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერს კანონპროექტს, სადაც საუბარი იქნება ფართო ამნისტიაზე