მეუფე სტეფანე – ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება

მარტვილის და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლის, სასულიერო პირების ნაწილსა და მედიას ადანაშაუალებს.

მისი თქმით, ვითარების დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლება შეუწყვეს ხელი.

მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. მისივე შეფასებით, გარკვეული ადამიანები კონკრეტული ძალის მიერ არიან მართული და ის, რაც დღეს ეპარქიაში ხდება, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებაა.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

ცოტა ხნის წინ, შეკრებილმა მრევლმა მეუფეს მიმართა შეძახილებით „წადი“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მეუფე სტეფანეს ტაძარში მისვლის საშუალება არ მიეცა და რეზიდენციაში გაბრუნდა.

მრევლმა გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, ეპარქია დატოვა, თუმცა აცხადებენ, რომ უცვლელია მათი მოთხოვნა და მეუფემ ეპარქია უნდა დატოვოს.

https://youtu.be/y-F_wf-pEoE

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თუ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სტაბილურობა
შემდეგი სტატია” ჩემს ახლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაცემი უკაცრიელ ადგილას დატოვეს”- მორიგი ისტორია ბერაზე