მეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მისივე განცხადებით, ბოდბელი ეპისკოპოსი პანსიონის დირექტორად კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

ამ დროისთვის პანსიონში 22 ბავშვი რჩება.

“მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. მე არა ერთხელ ვთქვი, რომ იურიდიულ პირთან დაკავშირებით, ანუ პანსიონი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რასაც ჩვენ აიპის ვეძახით და ამ აიპის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს ერთპიროვნულად იღებს კათოლიკოს-პატრიარქი. აქედან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი,“ – განმარტა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი: ვერთიანდებით თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის
შემდეგი სტატიალილუაშვილი: პროგრამის ეკონომიკური ნაწილი მოიცავს გადასახადების, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის შემცირებას