მეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე: ძალიან სწორია, რომ არ შემოვუშვით, ოჯახში არ არიან შესაშვები

“ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით”. – ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას არშეშვებაზე.

“მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ სემოვუშვით, ეს ხალხი არის ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, სოდომურ ცოდვებს და სახელმწიფოს ულტიმატუმივით უგზავნიან წელიწადში რამდენჯერმე, სასწრაფოდ დააკანონეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაო.

მე მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამა სახალხოდ, რომ ასეთი ხალხი არა მარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები. ეს ხალხი საქართველოში არ უნდა იყოს”, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: კომუნისტურმა ინსტიქტებმა გაიღვიძა ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონი: არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში