მეუფე სპირიდონი: არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში

მეუფე სპირიდონი: არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში

“ბავშვები ცუდად ხდებიან, არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში”. – ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

“არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა იმის, რომ აქ რაღაც ბავშვების დამაზიანებელი მოქმედებები ხდება, ეს იურიდიულად უნდა დამტკიცდეს. ასე ჭორაობა არ არის ღირსეული საქციელი, როცა ამას მოუსმენ. ამიტომ, ვთვლით, რომ ეს განაჩენი არ არის სწორი, მაგრამ რახან ეს განაჩენი მიღებულია, თავს ზევით ძალა არ არის, ამ შემთხვევაში, მე ვამბობ მატერიალურ ცხოვრებაზე. ჩვენ იძულებული ვართ დავემორჩილოთ და აგერ ბავშვები ცუდად ხდებიან, არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში.

მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ეს არის რაღაც ისეთი მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავად სახსენებელი ფაშისტები და ღმერთმა აპატიოს ყველას, ვინც ამას აკეთებს”, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე: ძალიან სწორია, რომ არ შემოვუშვით, ოჯახში არ არიან შესაშვები
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონი ივანიშვილს, ღარიბაშვილს და შსს-ს მადლობას უხდის