3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

მეუფე შიოს გაპატრიარქება შიგნით მოგვარებული არ არის – თეოლოგი

x

სინოდში შიგნით მოგვარებული არ არის მეუფე შიოს გაპატრიარქება და ამის გამო პატრიარქის მოსაყდრის მხარდამჭერებმა მიტროპოლიტებმა ხმამაღლა დაიწყეს მეუფე შიოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება,_აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მეუფე საბა გაგიბერიას ქადაგებაც, რომელიც სასულიერო პირების ნაწილმა ზეწოლად აღიქვა.

შიოს მომხრე მიტროპოლიტებმა დაიწყეს ხმამაღალ მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, რაც არის რეალურად დარღვევა, რადგან პატრიარქის არჩევნები უნდა იყოს ფარული და დელიკატური. აქვთ შიში, არ არის შიგნით მოგვარებული მეუფე შიოს გაპატრიარქება და უნდათ გაამყარონ ეს და მეორე, მათ უნდათ, რომ საჯაროდ უკვე გაინაღდონ ეს დისკურსი და გავლენა მოახდინონ. მესამე კანდიდატის წინ წამოწევას მე პირადად ველოდები. ჯერჯერობით ამ რბოლაში არ ერთვებაინ, რადგან გახდნენ სამიზნეები პირველ რიგში და მეორეს მხრივ, რასაც მე ვაკვირდები არ ჰყავთ გამოკვეთილი ერთი ლიდერი. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნებოდა მეუფე აბრაამ გარმელიას გულის ნადები, რა მიზნით ჩამოდის იგი 13 წლის შემდეგ სინოდის კრებაზე”, – ამბობს თეოლოგი. 

banner
წინა სტატიაშიირანმა ქუვეითში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დრონებით დაბომბა
შემდეგი სტატია“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ