მეუფე შიოს პატრიარქად არჩევის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გააკეთა.
“ძალიან გახარებული ვარ მე და ალბათ მთელი საქართველო. მეუფე შიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენა”,_ განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა მედიასთან სამების საკათედრო ტაძრის ეზოში.
მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
















