მეუფე შიომ წაიკითხა ტექსტი, რომელიც იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიება მეუფე პეტრე ცაავას მიმართ

პატრიარქის განცხადებას, რომ „ქვეყანას აღარ ეშველება“, თეოლოგი ლადო ნარსია ეხმაურება. ის ამბობს, რომ ეს განცხადება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ლადო ნარსია აცხადებს, რომ დღეს ეკლესიაში არის მრავალი პრობლემა, მათ შორის არის ე.წ. ციანიდის საქმეც.

„საზოგადოება დაუსვამს კითხვებს, თუ როგორ აგვარებს ეკლესია ამ პრობლემებს, რატომ ვერ აგვარებს. ეს აუცილებელი შეკითხვებია, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ეკლესია,“ – განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი იხსენებს ასევე მეუფე პეტრე ცაავას მიმართ სინოდის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება წაიკითხა მეუფე შიომ, ის იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიება მეუფე პეტრეს მიმართ.

„წაიკითხა არ იქნება სწორი სიტყვა, ვერ წაიკითხა იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ კითხულობდა ამ ტექსტს იმიტომ, რომ პრაქტიკულად იცოდა, რომ ეს ტექსტი იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიების ტექსტი, რომელიც მეუფე პეტრე ცაავას მიმართ იყო დაწერილი. ეს იყო პრობლემა. აი ამ პრობლემის შესახებ უნდა ისაუბროს სასულიერო პირმა,“ – განაცხადა თეოლოგმა.

„პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძე არ უნდა შეიწყალოს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს მთელი ცხოვრება ატაროს ტვირთი და ეს გასაღდება ისე, თითქოს, მან ჩაიდინა ეს დანაშაული”.

თეოლოგის თქმით, პატრიარქის მხრიდან იქნება გმირულ ნაბიჯი, თუ ის შეიწყალებს მამა გიორგი მამალაძეს.

„გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს პატრიარქმა. პატრიარქმა უნდა თქვას, რომ ამ საქმეში ბოროტად ჩაერია სახელმწიფო. ბოროტად ჩაერია ეკლესიაში რაღაც ჯგუფები და მე ვიცი, რომ ეს კაცი უდანაშაულოა და ეს კაცი უნდა გათავისუფლდეს. ეს იქნება ყველაზე სწორი ფორმულირება გიორგი მამალაძისთვის,“ – განაცხადა ლადო ნარსიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი ინსტიტუცია, ვინც იგრძნო ერის და ხალხის პულსი, ისევ პატრიარქი აღმოჩნდა – არჩილ გამზარდია
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: ინსტიტუციების ნგრევა მიმდინარეობს, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს