6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

მეუფე შიო – ვუსამძიმრებ ყველა ქართველს, საქართველოს, ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს.

ძნელია მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელს საქართველოს.

ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ ყველას“,- აღნიშნა მეუფე შიომ

banner
წინა სტატიაშიპატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: პატრიარქის გარდაცვალება იშვიათი ავტორიტეტის გაქრობაა ჩვენს ქვეყანაში, ავტორიტეტის, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი იყო დარჩენილი საქართველოში ცოცხალი სახით