მეუფე შიო: ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, უნდა იყოს მონა

თუ გინდა საშუალო წარმატება გქონდეს, უნდა იყო ყველას მსახური, ხოლო თუ გინდა იყო დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“ჩვენს შორის, ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია და ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ჩვენ ბავშვებს ვზრდით, რომ იყვნენ წარმატებული, იყვნენ ლიდერები, ჰქონდეთ ხელმწიფება, პირველობა და სხვები ემსახურებოდნენ მას. ამაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი ნუ იქნები! როგორც სახარება ამბობს, ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა, ხოლო წარმატება არის პირიქით. უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება არის, იყო ყველას მსახური. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, ის უნდა იყოს მონა. ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ჩვენ გვინდა, რომ კერპს, რომელიც საკუთარი თავისგან გვაქვს შექმნილი, ველოლიავოთ, გავწმინდოთ და შევინახოთ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიიდან ბრიტანეთში 17 საათში – პირველი ფრენა გადაჯდომების გარეშე
შემდეგი სტატიასოხუმში ხეზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს