საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მუფე შიო აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.
„მადლობა ღმერთს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, პეტრე-პავლობას. ღვთის შეწევნით, კარგად ვარ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
კითხვის საპასუხოდ, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ალბათ ხელახალი კვლევები ჩატარდება. „დიახ, ალბათ, ექიმები გვირჩევენ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
კითხვაზე, – „სად არის კერა?“ – მეუფე შიო პასუხობს: „ვერ გეტყვით, ეს არის ყოფითი რაღაც, მოწამვლა არის თუ გარკვეული ზემოქმედება“.