მეუფე შიო: ქართული ოცნების ღონისძიებაზე მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიოს (მუჯირი) აზრით, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე სასულიერო პირების დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს.

“მანდ მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვირეად, მხარდაჭერისკენ მოწოდება”. – ამბბობს მეუფე შიო ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ მმართველი გუნდის პარტიულ შეკრებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრნენ. მეუფე ანტონი ამბობს, რომ მათ “არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ.”

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. მათგან ერთერთი ბოლო ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაციის მქონე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, რომელიც ბაგრატის ეზოში კუბიკზე იჯდა და ზაზა ლომინაძის წარდგენას ადევნებდა თვალს. თავად თქვა, რომ “ოცნების” ღონისძებაზე დასწრება მისი “მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას.”

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და “ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს”.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ეკლესიის მრავალი მღვდელმთავრის დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ISFED აცხადებს, რომ “მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის”.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიახობის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე გურიფულში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს