პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
როგორც მეუფე შიო მუჯირმა აღნიშნა, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.
“ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი იქნება პატრიარქის მდგომარეობის დინამიკა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის.
ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა”, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
















