მეუფე შიო : ნიკა რურუა სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.

როგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა რურუას სულისთვის ლოცულობენ.

„უწმინდესის ილია მეორის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ. დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშივიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა