14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

მეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის

x

„მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას… ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,_  განაცხადა პირველი არხის ინფორმაციით საპატრიარქო ტახტის  მოსაყდრე შიომ ქადაგებისას.

სამებაში გაფართოებული კრებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ეზოში ჯებირებს ამონტაჟებენ. ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება, სადაც ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. 28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიესპანეთმა ჰანტავირუსის კერად ქცეული საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო
შემდეგი სტატია“რა გაგებით იყო ყარაბაღი ჩვენი?”- ფაშინიანი წინასაარჩევნო შეხვედრაზე