მეუფე შიო მისი, როგორც პატრიარქის მოსაყდრის უფლება-მოვალეობებს განმარტავს

სხვადასხვა დავალებები მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე გამოჩნდება, – ასეთი კომენტარი გააკეთა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მის მოვალეობებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მეუფე შიოს კითხვით მიმართეს, განისაზღვრა თუ არა მისი მოვალეობები.

„ამ ეტაპზე შემდეგნაირად განისაზღვრა, რომ მივიღო მონაწილეობა წირვა–ლოცვებში უწმინდესთან ერთად. ასევე სხვაგან, სადაც გამაგზავნის და დამავალებს. ასევე იქნება სხვადასხვა დავალებები, რომელიც მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე, გზადაგზა გამოჩნდება.ჯერჯერობით ეს არის“, – აღნიშნა მეუფემ.

banner
წინა სტატიაში,,გომელაურს არ მივცემთ საშუალებას, რომ ”ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად სასურველი პასუხები რეალობად წარმოაჩინოს”
შემდეგი სტატიათუ მე ან მერიას რამე შეგვიძლია, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი უბედურებები, რაც თბილისში მოხდა