9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება

x

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, განაცხადა:

_ დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება.

იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ნამდვილად ვართ დაობლებულები. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და დაგვიტოვა. მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე, ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის.

banner
წინა სტატიაშიგარეგინ II: ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო
შემდეგი სტატიამდინარე ბახვისწყალზე, ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება