მეუფე საბა: ვისაც ბოლო ორი კვირა მამა იოსებთან გქონდათ ურთიერთობა, გაუფრთხილდით თავს

იმის გამო, რომ მამა იოსებ მინდიაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, ჩვენ მაინც ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება გქონდათ მასთნ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და სხვებსაც – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, მამა იოსებმა არ იცის, საიდან დაინფიცირდა.

„ჩვენ არ ვიცით საიდან დაინფიცირდა მამა იოსები, თუმცა ნიუ-იორკში უწევდა მას გარკვეული სამუშაოს შესრულება და ვვარაუდობთ, რომ იქ მოხდა მისი დაინფიცირება. შაბათს ჩააბარა მამა იოსებმა ტესტი ვირუსზე და თითქმის ოთხი დღე დასჭირდა რომ ტესტის პასუხი მოსულიყო. თქვენ უნდა გაითავისოთ, რამდენად რთული მდგომარეობა დღეს ამერიკაში, რომ ტესტის პასუხის მიღებას 4-5 დღეს სჭირდება. მინდა სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. მამა იოსები გადის ექიმებთან კონსულტაციას და მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ ადამიანს არ აქვს ვირუსის გართულებული ფორმა, ამერიკაში პაციენტი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მადლობა ღმერთს, მას იოლ ფორმებში აქვს ვირუსი, მაგრამ ჩემი მიმართვაც ამას ემსახურებოდა, რომ ვისაც გქონდათ ბოლო ორი კვირა მამა იოსებთან ურთიერთობა, გაუფრთხილდით თავს,“ – განაცხა მეუფე საბამ.

ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.

banner
წინა სტატიაშიქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს