მეუფე საბა: მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს ,,კარტოგრაფების” საქმის შეფასებაში

ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოსი,საკუთარ სოციალურ ქსელში მეუფე მელქისედეკის განცხადებას ეხმაურება:

“მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს ,,კარტოგრაფების” საქმის შეფასებაში.
გელათის მონასტრის შესახებ ყოველთვის გამოვხატავდი ჩემ გულის ტკივილს თუ როგორ მოუვლელი გვაქვს ერთერთი დიდი და წმინდა ადგილი რომელიც არა მხოლოდ ერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის არამედ მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეა და ისტორიის მოწმეა.

რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძირს ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის.” განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: გახარია ,ლამის, ენმ-ის კურსს დაადგა
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსი 57 პაციენტს დაუდასტურდა