“ხვალინდელი დღე არის ისტორიული და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ ვინმესთან იყო ჩარევა, თვითონ იტყვის. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა“, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
















