18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

მეუფე საბა: გაფართოებული კრების ჩატარებამდე, შესაძლოა რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს

მეუფე საბა არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს და სხვა კანდიდატს მისცეს ხმა.

როგორც ტვ პირველის გადაცემაში საუბრისას მეუფემ განაცხადა, მანამდე დიდი დროა და გამორიცხული არაფერია.

,,მეუფე შიოს 50 % +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე არის დროც, შესაძლოა, რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა, – ამბობს მეუფე.

სასულიერო პირი საპატრიარქო კანდიდატებზე და კენჭისყრის შედეგებზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, თავდაპირველად 15 კანდიდატი იყო, რომელიდანც ცხრამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

15 საპატრიარქო კანდიდატი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომ კენჭი ეყარათ. 15 კანდიდატიდან ცხრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო ექვსმა დატოვა კენჭის ყრისთვის. ესენი იყვნენ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსოთი და მეუფე გრიგოლ კაცია და ის არის შედეგი, რაც სახეზე, – ამბობს მეუფე.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება მარნეულის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიაანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე „ჩატარდა სპეცოპერაცია, საკმაოდ კარგად გათვლილი კომბინაციით“