ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში მეუფე ისაიასთან დაკავშირებულ მოგონებას აქვეყნებს.
“დავადგამ თავს და მეუფე ისაიას შესახებ ვრცლად დავწერ ჩემს მოგონებას, მაგრამ აქ მოკლედ ეს ფაქტიც იყოს:
ოცჯერ მაინც შევხვედრივარ და არასდროს მინახავს სხვა ფორმაში. უბრალო ბერის სამოსით არის სულ, ეს მიუხედავად იმისა, რომ “სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება აქვს მინიჭებული”. ჩაცმულობა არასდროს გეუბნება, რომ ეპისკოპოსი გიდგას წინ.
ამაზე მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე მახსენდება. როდესაც ქუთაისის გუბერნატორს უთხრეს ეპისკოპოსი მობრძანდებაო, დახვდა ესკორტით, ბუკით და ნაღარით. მოდის ჯორზე შემჯდარი ვიღაც ბერი, რომელშიც ეპისკოპოსი ვერ იცნო გუბერნატორმა და იფიქრა, ეტყობა წინსწრებით შიკრიკი გამოაგზავნაო და ჰკითხა, ეპისკოპოსი როდის მოვაო?”_ წერს ბექა კობახიძე.

















